ცხოვრების სტილი

#იჩქარესახლში იქ, სადაც გელოდებიან, სჯერათ, უყვარხართ, ზრუნავენ

სივრცე, სადაც სიმყუდროვეა, სიყვარული, უსაფრთხოება; ადგილი, სადაც გელოდებიან, სჯერათ, უყვარხართ, გპატიობენ და ზრუნავენ; სადაც შენი შინაგანი სამყარო სცდება სხეულის საზღვრებს - ეს შენი სახლია.

2135

ყველა ბინას აქვს თავისი სუნი და ვერც გაიგებ რისგან. ეს არც რაიმე კერძის სუნია და არც რაიმე სუნამოსი; საერთოდ, ეშმაკმა უწყის, რისია, ოღონდ კარს შეაღებ თუ არა, ხვდები, რომ საკუთარ სახლში ხარ  (ჯერომ სელინჯერი).

სივრცე, სადაც სიმყუდროვეა, სიყვარული, უსაფრთხოება; ადგილი, სადაც გელოდებიან, სჯერათ, უყვარხართ, გპატიობენ და ზრუნავენ; სადაც შენი შინაგანი სამყარო სცდება სხეულის საზღვრებს - ეს შენი სახლია. ეს სუნიც, როგორც ჯერომ სელინჯერი იტყოდა - „ეშმაკმა უწყის რისია“, ალბათ, უფრო შენს შინაგან სამყაროსთან არის დაკავშირებული, ვიდრე რაიმე მატერიასთან. 

ადამიანები კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძნობთ ხოლმე ამას, როცა დიდი ხნის წასულები სახლს ვუბრუნდებით. სახლს, რომელიც ჩვენი ნაფიქრალით, პოზიტიური თუ ზოგჯერ სევდიანი მოგონებებით არის გაჟღენთილი; სახლს, სადაც ჩვენთვის საყვარელი ადამიანები სუნთქავენ. ალბათ, სწორედ ეს არის სუნი, რაზეც სელინჯერი ამბობდა.

პანდემიის პირობებში, როცა ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა შინ დარჩენით განისაზღვრებოდა, ალბათ, ბევრ ჩვენგანს მოგვეცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა, თუ რას წარმოადგენდა ჩვენთვის ჩვენი სახლი: იყო ის თავშესაფარი თუ ციხესიმაგრე; უკაცრიელი კუნძული თუ ოაზისი...

ბოლო პერიოდში არსებულ სტრესულ გარემოში,  პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას შევეცადეთ და ასე მოვუწოდეთ საზოგადოებას მათი ჯანმრთელობისთვის საჭირო წესების დაცვისკენ.

ასე დაიბადა სლოგანი #იჩქარესახლში.

კომენდანტის საათის არსებობის დროს მოწოდება თითქოს ერთაზროვანია: დაწესებული შეზღუდვების დაცვა საერთო კეთილდღეობისათვის.

რომ დავფიქრდეთ, ეს მოწოდება უფრო ფართოა. შეზღუდვები დროებითია, ხოლო სახლში დაბრუნება- მარადიული, რადგან მართლაც, „ბედნიერია ის, ვინც ბედნიერია საკუთარ სახლში“ (ლევ ტოლსტოი).

ზუსტად ამიტომ, შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც, ჩვენი გმირი მიიჩქარის სახლში. იქ, სადაც ყოველთვის გელოდებიან; იქ, სადაც სასიამოვნოა ყოფნა; იქ, სადაც ბედნიერი ხარ და სარკმლიდან მზის სხივი უხვად შემოდის; იქ, სადაც გარემო გაჯჟღენთილია სუნით, რომელიც „ეშმაკმა უწყის საიდან მოდის“.

#იჩქარესახლში

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ცხოველები ჩვენს სახლში და მათი დადებითი ზეგავლენა ადამიანზე

ალბათ ყველა ცხოველ მოყვარულმა იცის, თუ რა რთულია სახლში ოთხფეხა მეგობარიც გყავდეს და სუფთა ხალიჩაც იქონიო.

852
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

როგორ დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა ტექნოლოგიური პროგრესის საფრთხეებისგან

დღეს ადამიანს ვერ წარმოუდგენია ტექნიკის გარეშე ცხოვრება. თუმცა ამ ყველაფერს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, რაც ნამდვილად გვირთულებს ცხოვრებას…

907
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 20

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]